ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში რუსი მომღერლის, ელდარ ჯარახოვის კონცერტის პარალელურად, საპროტესტო აქცია გაიმართა

ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში რუსი მომღერლის ელდარ ჯარახოვის კონცერტის პარალელურად, მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

შეკრებილებმა განაცხადეს, რომ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში კონცერტების გამართვის შესაძლებლობა არ უნდა ეძლეოდეთ. მათი თქმით, მსგავსი ღონისძიებები მიუღებელია იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.

აქციის მონაწილეებმა ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტები გამოფინეს, მათ შორის წარწერებით: „რუსეთი ოკუპანტია“ და „გვახსოვს 2008 წელი“.

„ბევრი ახალგაზრდა შემოუერთდება ამ ბრძოლას. ეს არის ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც არავის შერჩება. ეს არის საფრთხე, ოკუპაციის მცდელობა. თავის დროზე ყირიმიც სწორედ ასე დაიპყრეს. ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და გააპროტესტოს ეს ფაქტები, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს