თელავში უხვი ნალექის შედეგად ხევი ადიდდა, რის გამოც,  რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

თელავში უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულია თელავის ხევი, რის გამოც დატბორილია კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში მიედინება.

დატბორილია კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები. დაზიანებულია ავტომობილები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო სამსახური და ადგილობრივი ხელისუფლება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა