აშშ-მა ირანზე, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შემდეგ, საჰაერო დარტყმები განახორციელა

აშშ-მა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების ახალი ტალღა განახორციელა მას შემდეგ, რაც თეირანმა ჰორმუზის სრუტეში გამავალ გემზე თავდასხმა­ განახორციელა და სრუტე „შემდგომ შეტყობინებამდე“ დახურა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (Centcom) განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში ირანზე დარტყმების მესამე რაუნდი დაიწყო მას შემდეგ, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ჰორმუზის სრუტეში კვიპროსის დროშის ქვეშ მცურავ გემს შეუტია.

განცხადების თანახმად, საჰაერო დარტყმები ირანის 140 სამხედრო სამიზნეზე განხორციელდა, მათ შორის რაკეტებისა და დრონების განთავსების ადგილებზე, საკომუნიკაციო ქსელებსა და სანაპირო სათვალთვალო ადგილებზე.

აშშ-ის დარტყმებიდან რამდენიმე საათში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელეს. გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, ქუვეითი და ბაჰრეინი ირანიდან გაშვებულ რაკეტებსა და დრონებს პასუხობდნენ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე