თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო

თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო. კავკასიონის ქუჩაზე, სადაც უხვმა ნალექმა და ადიდებულმა ხევმა ყველაზე მეტი პრობლემა შექმნა, მძიმე ტექნიკა მუშაობს. ამ დროისთვის წყლის დონემ დაიწია და გზა ქვა-ღორღისგან იწმინდება.

ასევე, ამ დრომდე მოძრაობა აკრძალულია ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ უბანში. აგრარული ბაზრის ტერიტორიიდან მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მათი ევაკუაცია განხორციელდა. მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ.

ქალაქში ვითარება ღამის სამ საათზე გაუარესდა.

გადაუღებელი წვიმის შედეგად თელავის ხევი ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა, რომელსაც დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი მოჰყვა, ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი მთლიანად დაანგრია.

თელავის მასშტაბით დაზიანებულია გაზმომარაგების სისტემა და ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ათასობით აბონენტს ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია არ მიეწოდება.

სტიქიის ეპიცენტრში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფება კახეთის სახელმწიფო რწმუნებული. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე