კახეთის სახელმწიფო რწმუნებული - დავიწყეთ შესაბამისი ობიექტებიდან მოსახლეობის ევაკუაცია, უსაფრთხოების მიზნით, დაკეტილია გზაჯვარედინები - წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ზარალი იქნება დიდი

წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ზარალი იქნება დიდი, მაგრამ ვიდრე მდინარე არ დაიკლებს და არ დავიწყებთ კონკრეტულად დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეფასებას, იქამდე ამის დაზუსტებით თქმა შეუძლებელია, - ამის შესახებ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უსაფრთხოების მიზნით, დაკეტილია გზაჯვარედინები, ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია და როგორც კი მდინარის დონე დაიკლებს, მოცემულობის შეფასება და სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყება.

„წუხელ ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა აადიდა თელავში ხევები, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თელავის ხევის ადიდებას, რომელმაც სეხნიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ჩახერგა ხიდი და მდინარემ კალაპოტიდან გადმოსვლა დაიწყო. დავიწყეთ შესაბამისი ობიექტებიდან მოსახლეობის ევაკუაცია, შემდგომში კიდევ დამატებითი საფრთხის საშიშროება შეიქმნა აგრარული ბაზრის მიმდებარედ - იქაც დავიწყეთ მოსახლეობის ევაკუაციაა. უსაფრთხოების მიზნით, დაკეტილია გზაჯვარედინები, ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია და როგორც კი მდინარის დონე დაიკლებს, დავიწყებთ მოცემულობის შეფასებას და სალიკვიდაციო სამუშაოებს.

წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ზარალი იქნება დიდი, მაგრამ ვიდრე მდინარე არ დაიკლებს და არ დავიწყებთ კონკრეტულად დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეფასებას, იქამდე ამის დაზუსტებით თქმა შეუძლებელია“, - განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.

ცნობისთვის, თელავში უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულია თელავის ხევი, რის გამო დატბორილია კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში მიედინება.

დატბორილია კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები. დაზიანებულია ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე