საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ღვაწლმოსილი მეცნიერისა და პედაგოგის, პროფესორ ვაჟა გელეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ღვაწლმოსილი მეცნიერისა და პედაგოგის, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის პრემიის ლაურეატის, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრის - ვაჟა გელეიშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და აღზრდილებს.

სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„86 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი მეცნიერი, გამორჩეული პედაგოგი, ღირსეული მოქალაქე, პროფესორი ვაჟა გელეიშვილი - სხვადასხვა თაობის ინჟინერ-გეოლოგთა და მკვლევართა აღმზრდელი, რომლის მრავალწლიანი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და პროფესიული საქმიანობა ორგანულად უკავშირდებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ქვეყანაში გეოლოგიის დარგის განვითარებას.

განსაკუთრებულია მისი წვლილი გამოყენებითი გეოლოგიისა და მინერალური რესურსების კვლევის თანამედროვე მიმართულებების გაძლიერება-სრულყოფაში. მაღალი პროფესიონალიზმით და სამეცნიერო ავტორიტეტით მან მნიშვნელოვანი კვალი დატოვა როგორც ქართულ მეცნიერებაში, ისე მრავალი თაობის სპეციალისტთა პროფესიულ დახელოვნებასა და პიროვნულ ჩამოყალიბებაში, ხოლო საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით სივრცეში პროფესორი ვაჟა გელეიშვილი ღირსეულად წარმოაჩენდა საქართველოსა და თავის ალმა-მატერს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და მისი სამეცნიერო-აკადემიური საზოგადოების სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი ვაჟა გელეიშვილის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, მის აღზრდილებს, ასევე სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებს, სტუდენტებს. პატივს მივაგებთ ჩვენი ღვაწლმოსილი პროფესორის სამეცნიერო მემკვიდრეობასა და მის განსაკუთრებულ ღვაწლს უნივერსიტეტისა და ქვეყნის წინაშე“, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე