მედია - ირანმა სპარსეთის ყურეში აშშ-ის რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა

ირანმა სპარსეთის ყურეში აშშ-ის რამდენიმე სამხედრო ობიექტი დაბომბა მას შემდეგ რაც აშშ-მა ირანზე საჰაერო იერიში განახორციელა, - ინფორმაციას CNN-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის სახელმწიფო მაუწყებლის, IRIB-ის ცნობით, "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" კატარში ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.

"ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში" აცხადებენ, რომ „მძიმე და მოულოდნელი თავდასხმა განახორციელეს საზღვაო გემების ლოჯისტიკური მხარდაჭერის ობიექტებზე და ომანის დუქმის პორტში საწვავის შესავსებ პლატფორმებზე, რომელსაც ამერიკული ავიამზიდები იყენებენ“.

ამასთან, ირანის არმიის ცნობით, ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ობიექტების, მათ შორის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის წინააღმდეგ, დრონები გაუშვეს. ბაჰრეინში კი, სადაც აშშ-ის მე-5 ფლოტია განლაგებული, აშშ-ის ძალების კუთვნილი საკომუნიკაციო სისტემა და რადარის დანადგარი დაბომბეს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე