ჩინეთში, ძლიერი ტაიფუნის გამო, ორ მილიონამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ჩინეთს ძლიერი ტაიფუნი დაატყდა თავს, ქარიშხლის გავრცელების არეალიდან თითქმის ორი მილიონი ადამიანი ევაკუირებულია, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ტაიფუნმა „ბავმა“ თავდაპირველად შაბათს საღამოს ქალაქ ტაიჭოუს სანაპიროს მიაღწია, შუაღამისას კი ვენჭოუს სანაპიროს დაატყდა თავს.

მიუხედავად იმისა, რომ „ბავი“ უკვე შესუსტდა და ძლიერი ტროპიკული შტორმის კატეგორიაში გადავიდა, ის კვლავაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, შტორმი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით გადაადგილებისას თანდათან კიდევ უფრო შესუსტდება.

სახელმწიფო მედიის ცნობით, ჭეჟიანგის პროვინციაში 1.7 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ჭეჟიანგში შეჩერებულია სასწავლო პროცესი, სამუშაო საქმიანობა და ყველა გარე აქტივობა. ასევე გაუქმდა 400 ავიარეისი და ათეულობით სარკინიგზო რეისი.

ქალაქ ვენჭოუში, სადაც დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ტაიფუნის გადაადგილების მარშრუტთან ახლოს მდებარეობს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ იქ ასობით ათასი მცხოვრების ევაკუაცია განახორციელა.

ამასთან, ოფიციალური პირების განცხადებით, პეკინში, მოსახლეობის შესაძლო საფრთხისგან დაცვის მიზნით, 100 000 ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე