ვოლოდიმირ ზელენსკი - ლინდსი გრემი იყო თავისუფლებისა და იმ ღირებულებების ნამდვილი დამცველი, რომლებიც სამყაროს უფრო უსაფრთხოს ხდის - ამერიკამ და მსოფლიომ დაკარგეს მტკიცე ლიდერი

ღრმად დამამწუხრა ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრემის გარდაცვალების ამბავმა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი შეფასებით, ლინდსი გრემი იყო თავისუფლებისა და იმ ღირებულებების ნამდვილი დამცველი, რომლებიც სამყაროს უფრო უსაფრთხოს ხდის.

„რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის წლებში ის ათჯერ ეწვია უკრაინას და ჩვენს ხალხთან ერთად იყო, როცა ყველაზე მეტად იყო საჭირო. მუდმივ დიალოგში ვიყავით და ჩვენი საუბრები მომენატრება. ბოლო კვირაში ორჯერ შევხვდით“, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, ლინდსი გრემი, რომელიც უკრაინის ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერის მტკიცე დამცველი იყო, მუშაობდა მნიშვნელოვან ინიციატივებზე, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრ სანქციებზე, რომლებსაც შეიძლება ხელი შეეწყო მშვიდობის დამყარებისთვის.

„ამერიკამ და მსოფლიომ დაკარგეს მტკიცე ლიდერი. სამძიმარს ვუცხადებთ ლინდსის ოჯახს, ახლობლებს და ყველას, ვისაც მასთან ერთად მუშაობის პატივი ჰქონდა“, - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს