რევაზ სოხაძე - ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას ის, რასაც ახლა თელავში ყველანი ერთად ვუყურებთ, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ქალაქი ჩვეულ რიტმს

ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, თელავში სტიქიის ზონაში ყველა შესაბამისი უწყება არის ჩართული იმისთვის, რომ სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი მაქსიმალურად მალე აღმოიფხვრას.

„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, გუშინ ღამით თელავში სტიქია იყო. სერიოზულად არის დაზიანებული ცენტრალური ქუჩა. ამ წუთებში მობილიზებულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება, ყველა სამინისტრო ჩართულია. აქ ვიმყოფები ბატონ კახა გულედანთან და დავით სონღულაშვილთან ერთად. ცხადია, პარლამენტის წევრებთან და გუბერნატორთან ერთად. ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას ის, რასაც ახლა თელავში ყველანი ერთად ვუყურებთ, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ქალაქი ჩვეულ რიტმს. სამომავლოდ ჩვენ შევისწავლით ამ საკითხს და ყველა ზომა გატარდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად მინიმიზებული იყოს სტიქიის შედეგები, თუ ის კიდევ განმეორდება“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ცნობისთვის, თელავში უხვი ნალექის შედეგად, თელავის ხევი ადიდდა, რის გამოც დატბორილია კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში მიედინებოდა.

დატბორილია კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები. დაზიანებულია ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე