დავით სონღულაშვილი - თელავში სტიქია მასშტაბურია, რაც პირველადი დათვალიერებით ჩანს, ზიანი საკმაოდ დიდია - ცხადია, სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც შეფასდება ზიანი

სტიქია მასშტაბურია - რაც პირველადი დათვალიერებით ჩანს, ზიანი საკმაოდ დიდია, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა თელავში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების აღდგენითი ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს.

„სტიქია მასშტაბურია. რაც პირველადი დათვალიერებით ჩანს, ზიანი საკმაოდ დიდია. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რეაგირება, რომელსაც სახელმწიფო აკეთებს. სამინისტროები ჩართული არიან იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში იყოს ზიანი დათვლილი, შეფასებული და აღმოფხვრილიც. აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის აღდგენითი ღონისძიებები. ცხადია, სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც შეფასდება ზიანი. მნიშვნელოვანია, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურა დროულად იყოს აღდგენილი და ქალაქმა შეძლოს აქტიურ რეჟიმში ცხოვრების გაგრძელება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ცნობისთვის, თელავში უხვი ნალექის შედეგად, თელავის ხევი ადიდდა, რის გამოც დატბორილია კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში მიედინებოდა.

დატბორილია კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები. დაზიანებულია ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე