ბენიამინ ნეთანიაჰუ ლინდსი გრემზე - ისრაელმა დაკარგა ერთ-ერთი უდიდესი მეგობარი, ამერიკამ - დიდი პატრიოტი, მე - საყვარელი მეგობარი

ლინდსიმ იცოდა, რომ ისრაელისა და ამერიკის უსაფრთხოება განუყოფელია. მან თავისი ცხოვრება ამერიკის დაცვას, ჩვენი ალიანსის გაძლიერებას და თავისუფალი სამყაროს დაცვას მიუძღვნა, - ასე ეხმაურება ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრემის გარდაცვალებას.

„მე და სარა ამერიკელ ხალხთან ერთად ვგლოვობთ ჩვენი ძვირფასი მეგობრის, სენატორ ლინდსი გრემის დაკარგვას. ჩვენს ბოლო შეხვედრაზე ვთქვი: „ლინდსი ისრაელის დიდი მეგობარი და ჩემი საყვარელი მეგობარია. ჩვენ არ გვყავს ლინდსიზე უკეთესი მეგობარი“. ლინდსიმ იცოდა, რომ ისრაელისა და ამერიკის უსაფრთხოება განუყოფელია. მან თავისი ცხოვრება ამერიკის დაცვას, ჩვენი ალიანსის გაძლიერებას და თავისუფალი სამყაროს დაცვას მიუძღვნა. ისრაელმა დაკარგა ერთ-ერთი უდიდესი მეგობარი. ამერიკამ დაკარგა დიდი პატრიოტი. მე დავკარგე საყვარელი მეგობარი”, - წერს ბენიამინ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. სენატორის ოფისის ინფორმაციით, „ის მოულოდნელი და ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა".

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე