ირანის საგარეო უწყება - ომის დასრულების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან მხოლოდ 25 დღის შემდეგ, აშშ-მა ღიად დაარღვია ამ შეთანხმების თითქმის ყველა ნაწილი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის თავდასხმებს გმობს და ვაშინგტონს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ომის დასრულების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან მხოლოდ 25 დღის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ღიად დაარღვია ამ შეთანხმების თითქმის ყველა ნაწილი. ირანის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, სათევზაო გემებზე, სატვირთო ბარჟებზე, მეტეოროლოგიურ ობიექტებსა და შენობებზე თავდასხმით, აშშ-მა ჩაიდინა ომის დანაშაულის ყველაზე საზარელი ქმედებები“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ აშშ-ის სამხედროებმა ირანზე თავდასხმების განსახორციელებლად სპარსეთის ყურის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ქვეყნების ტერიტორიები გამოიყენეს და რომ ირანზე თავდასხმების ნებისმიერი წყარო ქვეყნის შეიარაღებული ძალების მხრიდან დარტყმებისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ ჩაითვლება.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს და ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, ანგარიშვალდებული გახადონ „აგრესორი მხარეები და ისინი, ვინც მათ დაეხმარა და ხელი შეუწყო“.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე