BMW-ს ახალი ეპოქა: გაიცანით Neue Klasse-ის პირველი სერიული მოდელი iX3

“ჯი-თი მოტორსში”, რომელიც საქართველოს ბაზარზე BMW ჯგუფს ოფიციალურად წარმოადგენს, უკვე შესაძლებელია ახალი BMW iX3-ის შეკვეთა. ეს არის სრულად ელექტრო ავტომობილი, რომელიც ბრენდის ახალი ეპოქის, Neue Klasse-ის პირველ სერიულ მოდელს წარმოადგენს. გლობალური ბრენდის მორიგი შედევრი თავის თავში აერთიანებს BMW-სთვის დამახასიათებელ მართვის სიამოვნებას, თანამედროვე ტექნოლოგიებს, ციფრულ გამოცდილებასა და მდგრადობაზე ორიენტირებულ მიდგომას.

ამ მოდელში განსაკუთრებული სიახლეა ინფორმაციის ასახვის ინოვაციური პანელი BMW Panoramic iDrive, რომელიც BMW-ს უახლეს საოპერაციო სისტემა X-ზე მუშაობს. ეს ტექნოლოგია სრულებით ცვლის ავტომობილთან ურთიერთობის გამოცდილებას.

469 ცხენის ძალის მქონე, ოთხივე წამყვანი თვლით აღჭურვილი ელექტრომობილი 100 კმ/სთ-მდე 4.9 წამში ჩქარდება და ერთი დამუხტვით 805 კილომეტრამდე მანძილს ფარავს. ინოვაციური 800V არქიტექტურის წყალობით, ელემენტს შესაძლებლობა აქვს 21 წუთში დაიტენოს 10-დან 80%-მდე, ხოლო მისი ორმხრივი დამუხტვის ფუნქცია ავტომობილს მობილური ენერგიის წყაროდ აქცევს.

ახალი BMW iX3-ის ციფრული არქიტექტურა ოთხ ეფექტურ კომპიუტერს ეფუძნება - ანუ, ე.წ. „სუპერტვინებს“ (Superbrains), რომელთა დამუშავების სიჩქარე წინამორბედ მოდელებთან შედარებით 20-ჯერ უფრო სწრაფია. ეს სისტემა მართვის დინამიკას, კომფორტის ფუნქციებსა და უსაფრთხოებას აერთიანებს, რაც BMW iX3-ს პროგრამულად სრულიად მართვად ავტომობილად აქცევს.

აღსანიშნავია, რომ ამ მოდელში მსოფლიოში პირველად გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერის მქონე ე.წ. „სიმბიოზური მუხრუჭები“ და Soft Stop ფუნქცია. შედეგად, ყოველდღიური მართვისას დამუხრუჭების 98% მხოლოდ ენერგიის რეკუპერაციით ხდება (ტრადიციული მუხრუჭების გამოყენების გარეშე), რაც BMW-ს ისტორიაში ყველაზე რბილ და უცაბედი ბიძგებისგან დაცულ გაჩერების პროცესს უზრუნველჰყოფს. ეს კი თავის მხრივ ზრდის ავტომობილის საერთო ეფექტურობას.

BMW iX3 ეკომეგობრულობის ახალ სტანდარტს წარმოადგენს და მისი CO2 ემისიები 34%-ითაა შემცირებული. წარმოებაში გამოიყენება მეორადი ნედლეული და მისი აწყობა წიაღისეული საწვავის გარეშე ხდება.

(R)

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე