თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის ქვა - ღორღისგან გაწმენდილია კავკასიონის ქუჩის ძირითადი ნაწილი, ასევე დასრულდა ხიდის ნარჩენის დემონტაჟი.

პროცესში ჩართულია კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტი. მათ თელავს ცოცხალი ძალა გამოუგზავნეს, რომლებიც იმ ადგილების ასუფთავებენ, სადაც მძიმე ტექნიკით მუშაობა შეუძლებელია.

ელექტროენერგია სტიქიის ზონაში მცხოვრებ მოქალაქეებს ისევ არ მიეწოდება, ბუნებრივი აირი კი უმეტესად აღდგა.

როგორც კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მთლიანად აღირიცხება მიყენებული ზიანი, რომელიც სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტში გამოიწვია.

„მთლიანად აღირიცხება ყველა მიყენებული ზიანი, რომელიც სტიქიამ ჩვენს მუნიციპალიტეტში გამოიწვია. აგრეთვე, მოხალისეები, რვავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, თანამშრომლები - ისინი დაეხმარებიან მოსახლეობას, კერძო და საჯარო დაწესებულებებს, რომლებსაც სტიქიის დროს გარკვეული ინფრასტრუქტურა დაუზიანდათ“, - განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.

ცნობისთვის, თელავში უხვი ნალექის შედეგად, თელავის ხევი ადიდდა, რის გამოც დაიტბორა კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში მიედინებოდა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე