საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს - გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების დაწყებამდე „ევროსკოპის“ კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირში იმსჯელეს იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება მოქმედება ისე, რომ ქართველმა ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს.
„შავი ზღვის სტრატეგია, რომელიც გასულ წელს შევიმუშავეთ, უკვე არსებობს. ახლა მისი განხორციელების ეტაპზე ვართ. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, შავი ზღვის გარშემო მდებარე სხვადასხვა ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამჟამად სირთულეები გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს - ჩვენი გვსურს ქართველი ხალხის მხარდაჭერა. ასევე გვქონდა მსჯელობა იმაზე, როგორ შეგვიძლია ეს საუკეთესოდ გავაკეთოთ, რათა ქართველმა ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს“, - აღნიშნა კალასმა.