ირაკლი კობახიძე - ტერორიზმის მიმართ სოლიდარობა სრულიად ახალი მწვერვალია, რომელიც დაიპყრო როგორც ადგილობრივმა აგენტურამ, ასევე მათმა პატრონაჟმა, ქვეყნის გარეთ

ტერორიზმის მიმართ სოლიდარობა სრულიად ახალი მწვერვალია, რომელიც დაიპყრო როგორც ადგილობრივმა აგენტურამ, ასევე მათმა პატრონაჟმა, ქვეყნის გარეთ - ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რომელიც შექმნილია, როგორც ევროპულ ბიუროკრატიაში, ასევე ადგილობრივ აგენტურაში, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შეკითხვას, „როგორ შეაფასებდა ფაქტს, რომ ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის შემდეგ ეს საკითხი არ დაუგმია არც „ლელოს“ და არც ALDE-ს“.

პრემიერის თქმით, ასეთ დროს მსგავსი ქმედებისგან არ გამიჯვნა თავისთავად მეტყველებს საერთო სულისკვეთებაზე.

„ტერორიზმის მიმართ სოლიდარობა სრულიად ახალი მწვერვალია, რაც დაიპყრო როგორც ადგილობრივმა აგენტურამ, ასევე მათმა პატრონაჟმა, ქვეყნის გარეთ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რომელიც შექმნილია, როგორც ევროპულ ბიუროკრატიაში, ასევე ადგილობრივ აგენტურაში. ყველამ ძალიან კარგად იცის რა მოხდა საქალაქო სასამართლოში - ადამიანმა სცადა სასამართლო შენობის დაწვა, რაც ყველა ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ტერორისტული აქტის კვალიფიკაციის მქონე აქტია. აქედან გამომდინარე, ასეთ დროს მსგავსი ქმედებისგან არ გამიჯვნა თავისთავად მეტყველებს საერთო სულისკვეთებაზე. პოლიტიკური ტერორიზმი, ჩვეულებრივი ტერორიზმი და ზოგადი ტერორიზმი მათთვის აბსოლუტურად მისაღები მოვლენაა. ეს არის მათი საერთო ხელწერა. მთლიანობაში, რასაც ისინი აკეთებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში, ეს არის ერთგვარი ტერორი. ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მუდმივი არეულობის მცდელობები და რევოლუციის სცენარების დაგეგმვა. თუმცა, ამ შემთხვევაში, ამ ტერორიზმმა შეიძინა უკვე კონკრეტული დანაშაულის სახე. როდესაც ამას არ ემიჯნები, თავისთავად, ბუნებრივია, შიფრავ საკუთარ ბუნებას თავიდან ბოლომდე”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, დაკავებულ პოლიტიკოსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს