დავით მათიკაშვილი კაია კალასის განცხადებაზე - შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს, ევრობიუროკრატიის მხრიდან შეგნებულად ხდება ისეთი გადაწყვეტილებების მიღება და განცხადებების გაკეთება, რაც საქართველოში ევროსკეპტიციზმს აღრმავებს

ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ევრობიუროკრატიას საქართველოსთან მიმართებაში არანაირი სტრატეგია არ გააჩნია - პირიქით, ქვეყნის მიმართ მათი სტრატეგია ქართველი ხალხის ნება-სურვილის უგულებელყოფაა, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მათიკაშვილი ამბობს, რომ რჩება შთაბეჭდილება, თითქოს, ევრობიუროკრატიის მხრიდან შეგნებულად ხდება ისეთი გადაწყვეტილებების მიღება და განცხადებების გაკეთება, რაც საქართველოში ევროსკეპტიციზმს აღრმავებს.

“იქ, სადაც სამარცხვინოდ ამბობენ, რომ მათი სურთ, ქართველი ხალხის მხარდაჭერა და არა, კონტაქტი საქართველოს ხელისუფლებასთან, ზუსტად ავლენენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ იმ პოლიტიკას, რომელსაც სამწუხაროდ, ევრობიუროკრატია ახორციელებს.

როგორც ვხედავთ, ევრობიუროკრატიისთვის საინტერესო არ არის საქართველოს სულ მცირე მილიონ 200 ათასი ადამიანის ნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი საქართველოში დემოკრატიას და დემოკრატიულ გადაწყვეტილებებს არ აღიარებენ და თვალთმაქცურად ამბობენ, თითქოს, ქართველი ხალხის მხარდაჭერა სურთ. მათ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მთავრობასთან კონტაქტი არ აქვთ. ცხადი და ნათელია იმ გადაწყვეტილებების შინაარსი, რაც ევრობიუროკრატიას საქართველოსთან მიმართებაში სურს, როგორც ქვეყნის ტერიტორიების გამოყენება. მათთვის საქართველოს პროქსი სახელმწიფო უნდა იყოს. მათ სულ არ აინტერესებთ, ქართველი ხალხი რას ფიქრობს, რომელიც ისეთ ხელისუფლებას ირჩევს, ვინც ევრობიუროკრატიას არ მოსწონს. ეს ყველაფერი საქართველოში ევროსკეპტიციზმს აჩქარებს. შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს, ევრობიუროკრატიის მხრიდან შეგნებულად ხდება ისეთი გადაწყვეტილებების მიღება და განცხადებების გაკეთება, რაც საქართველოში ევროსკეპტიციზმს აღრმავებს”, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების დაწყებამდე „ევროსკოპის“ კითხვის პასუხად განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს - გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს“.

მისი თქმით, ევროკავშირში იმსჯელეს იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება მოქმედება ისე, რომ ქართველმა ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელების ეტაპზე შავი ზღვის გარშემო მდებარე სხვადასხვა ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რომელთაგანაც ამჟამად სირთულეები არსებობს საქართველოსთან დაკავშირებით.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე