შალვა პაპუაშვილი - თელავში, ღვარცოფდამცველი ნაგებობები იყო მწყობრში და მწყობრში რომ იყო, ამიტომაც შეძლო ძირითადი მასის შეკავება, რაც შეეხება იმას, იყო თუ არა უკანონო მშენებლობა და რა კავშირი აქვს ამას სტიქიასთან, ეს იქნება შესწავლილი

თელავში, სტიქიის ეპიცენტრში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩავიდა. მისი თქმით, სტიქიის შედეგად ქალაქისთვის მიყენებული ზიანი აღირიცხება და სახელმწიფო შესაბამის ზომებს მიიღებს.

„ბოლოში არის გასული ძირითადი სამუშაოები. მოჰყვება, რა თქმა უნდა, გაწმენდა ყველა იმ შენობისა, რომელიც დაზიანდა, ზიანიც იქნება აღნუსხული და სახელმწიფო შესაბამის ზომებს მიიღებს.

მე მოვიკითხე და 4 წლის წინ არის გაწმენდილი ღვარცოფდამცველები, ეს ნაგებობები. სწორედ ამ ნაგებობებმა შეასრულა მთავარი როლი, რომ თელავისთვის აეცილებინა მთავარი ნაკადი ღვარცოფისა, მათ შორის, ხეების, მორების შეჩერება მნიშვნელოვანია. ასე რომ, ეს ნაგებობები გაწმენდილი იყო რამდენიმე წლის წინ. ყველაფერი იყო მწყობრში და მწყობრში რომ იყო, სწორედ ამიტომაც შეძლო შეკავება მან ძირითადი მასის, თუმცა თვითონ ეს სტიქია იმხელა იყო, რამდენიმე საათში თელავის თვის ნორმის 85% ნალექი ჩამოვიდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება იმას, იყო თუ არა გარკვეული შენობები უნებართვოდ აშენებული, პაპუაშვილის თქმით, ეს საკითხიც დადგინდება და ისიც, რა კავშირი აქვს სტიქიის შედეგებთან ამ მშენებლობებს.

„ვერ გეტყვით, რომელ შენობაზე რა ნებართვა იყო გაცემული, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ყველა ამ საკითხს შეისწავლიან, თუმცა ამას უშუალო კავშირი თვითონ სტიქიასთან არ აქვს, თავად ეს შენობები დაზიანდა თუკი რაიმე იყო უკანონო. პირველ რიგში, დასადგენია თუკი რაიმე იყო უკანონო მშენებლობა, მეორე, ამ უკანონო მშენებლობის მიმართ რაიმე ტოლერანტობა თუ იყო და დაშვებული იყო, მესამეა, რა კავშირი აქვს ამას თვითონ სტიქიასთან და სტიქიის შედეგებთან. ყველა ეს საკითხი იქნება შესწავლილი და პასუხი გაცემული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს