შალვა პაპუაშვილი - პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანების რაოდენობის სტატისტიკა ნარკოდანაშაულში ჩართული ადამიანების მიმართ გატარებულმა პოლიტიკამ გაზარდა - ნარკორეალიზატორებს გარეთ ვერ გამოვუშვებთ!

პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანების რაოდენობის სტატისტიკა გაზარდა ნარკოდანაშაულში ჩართული ადამიანების მიმართ გატარებულმა პოლიტიკამ - ნარკორეალიზატორებს გარეთ ვერ გამოვუშვებთ! - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება საზოგადოების უსაფრთხოების ხარჯზე, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკის გადახედვას არ აპირებს.

„პატიმრების რაოდენობას რაც შეეხება, შარშან და წელს, დაახლოებით, 2000 და შეიძლება უკვე მეტი, ადამიანია დაკავებული ნარკოდანაშაულის გამო. ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აწარმოებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, იმასაც ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ეს არის ძალიან მკაფიო პოლიტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროსი, რომ არ დაუშვას ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა, მისი გასაღება და ა.შ. ვხედავთ, რომ ადამიანები მაინც სჩადიან ამ დანაშაულს, იციან, რომ დიდი სასჯელი ელით, მაგრამ მაინც მიდიან ამ დანაშაულზე, ასე რომ, ჩვენ ახლა ნარკორეალიზატორებს გარეთ ვერ გამოვუშვებთ. ეს არის პოლიტიკის ნაწილი, რომ ნარკომანია, ნარკობიზნესი, გასაღება იყოს აღმოფხვრილი. აქ რა ამნისტიაზე უნდა ვიფიქროთ? საზოგადოებას ჰკითხეთ, საზოგადოებას უნდა, რომ ნარკოდამნაშავეები, ისინი, ვინც არიან ჩართული ნარკოტიკების გასაღებაში, ვაჭრობაში, შემოტანაში, რომ არ დაისაჯონ ? პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანების რაოდენობის სტატისტიკა გაზარდა ნარკოდანაშაულში ჩართული ადამიანების მიმართ გატარებულმა პოლიტიკამ. საზოგადოების უსაფრთხოების ხარჯზე, რა თქმა უნდა, არანაირი გადახედვა ამ პოლიტიკის არ მოხდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე