„საქართველოს ბანკი“ UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს

„საქართველოს ბანკი“, როგორც განათლებისა და საზოგადოების განვითარების მთავარი მხარდამჭერი, გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) თანამშრომლობით ახალ კამპანიას იწყებს. თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში შვილების აღზრდაში მეტი ჩართულობისა და მზრუნველი მამობის წახალისებას, თანასწორი მშობლობის მხარდაჭერასა და ოჯახების გაძლიერების ხელშეწყობას.

“კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვის აღზრდაში მამის აქტიური მონაწილეობა დადებითად აისახება როგორც ბავშვის ფიზიკურ, ემოციურ და კოგნიტურ განვითარებაზე. ასევე, თავად ოჯახის კეთილდღეობაზე. ამასთან, ჩართული მამობა ხელს უწყობს უფრო თანასწორი გარემოს შექმნას, სადაც შვილებზე ზრუნვა ორივე მშობლის საერთო პასუხისმგებლობაა. სწორედ ამ მიზნის განხორციელებაში გავერთიანდით ჩვენ და საქართველოს ბანკი და დავიწყეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი და პარტნიორობა”, - განაცხადა ეთერ ნოღაიდელმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის გენდერის პროექტის ანალიტიკოსმა.

თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდება სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობები, რომლებიც მზრუნველი მამობის მნიშვნელობის გააზრებას და ამ მიმართულებით, ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

“მოხარული ვარ, რომ გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად ვიწყებთ ძალიან საინტერესო პროექტს, რომელიც გულისხმობს მამებისთვის ისეთი დამატებითი ღირებულების შექმნას, რაც მათ დაეხმარებათ კიდევ უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულნი მათი შვილების ყოველდღიურობასა და აღზრდის პროცესში. პროექტი მათ შესაძლებლობას მისცემს, დაესწრონ შეხვედრებს, სადაც მამები შეძლებენ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად ისაუბრონ იმ ყოველდღიურ გამოწვევებზე, რომლებიც მამობას ახლავს თან”, - განაცხადა ანა ლომთაძემ, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, UNFPA საქართველოში წლების განმავლობაში ხელს უწყობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მამობა მხოლოდ პასუხისმგებლობას კი არა, შვილების ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას, ემოციურ სიახლოვესა და ზრუნვის თანაბარ განაწილებასაც გულისხმობს. სწორედ ამ ღირებულებების გაძლიერებას ემსახურება საქართველოს ბანკისა და UNFPA-ის პარტნიორობაც.

(R)

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე