ემანუელ მაკრონი - დიახ, მშვიდობა ჩვენი მიზანია, დიახ, ვაფასებთ თავისუფლებას და მზად ვართ ვიბრძოლოთ მათ დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში, სისხლის ფასად - დიახ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ მომავალი ომებისთვის!

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთმა „გადაიარაღების ვალდებულება“ შეასრულა.

„2017 წელს გამოვაცხადე, რომ თავდაცვის ბიუჯეტი გაიზრდებოდა, ვალდებულებები შესრულდებოდა და საფრანგეთი და მისი შეიარაღებული ძალები თავიანთ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს შეასრულებდნენ. ვალდებულება შესრულებულია; ფაქტები თავისთავად მეტყველებს და ისტორია განსჯის“, - განაცხადა მაკრონმა, რომელმაც სამხედრო აღლუმის წინა დღეს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მიმართა.

მისი თქმით, ევროპა მზადაა „სისხლის ფასად“ დაიცვას თავისუფლება და კანონის უზენაესობა.

„ჩვენ მსოფლიოს ვუგზავნით შემდეგ გზავნილს: დიახ, მშვიდობა ჩვენი მიზანია. დიახ, ჩვენ ვაფასებთ თავისუფლებას და კანონის უზენაესობას და დიახ, ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ მათ დასაცავად. ყოველთვის და საჭიროების შემთხვევაში, სისხლის ფასად“, - აღნიშნა მაკრონმა.

მან ისაუბრა საფრანგეთის ძალისხმევაზე, გააძლიეროს საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები, მათ შორის ევროკავშირის მოკავშირეებთან ერთობლივი სამხედრო შესყიდვებისა და პარტნიორობის გზით, რათა ქვეყანა მზად იყოს ნებისმიერი შესაძლო მომავალი გამოწვევისთვის.

„დიახ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ მომავალი ომებისთვის. თუმცა არ უნდა შევცდეთ: ჩვენი უნარი, ვაწარმოოთ ისინი, დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სანდოები ვართ დღეს. სწორედ დღევანდელი ომები უნდა მოვიგოთ,“ - განაცხადა მაკრონმა უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთში პარტნიორების მხარდაჭერაზე საუბრისას.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე