ვოლოდიმირ ზელენსკი -  უკრაინა დღეს პარიზის შეხვედრაზე ანტიბალისტურ პროგრამას წარადგენს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღეს პარიზში დაგეგმილ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე უკრაინა ახალ ანტიბალისტიკურ პროგრამას წარადგენს.

„საფრანგეთი - დღეს აქ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართება, რომელსაც უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ბევრად უფრო დიდი შესაძლებლობების გახსნა შეუძლია. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ანტიბალისტიკური თავდაცვაა. პარტნიორებს წარვუდგენთ ჩვენს ანტიბალისტიკურ პროგრამას და პირველად ჩავატარებთ შეხვედრას ლიდერების, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებისა და იმ ქვეყნების თავდაცვის კომპანიების დონეზე, რომლებსაც ახალი ანტიბალისტიკური სისტემის მშენებლობაში კონკრეტული წვლილის შეტანა შეუძლიათ“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი განცხადებით, ის დღეს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება და მონაწილეობას მიიღებს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში.

„მადლობას გადავუხდით საფრანგეთს ისტორიული მხარდაჭერისთვის და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის - ბასტილიის დღის აღსანიშნავ აღლუმში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე