დონალდ ტრამპი - ჰორმუზის სრუტე ჩვენი კონტროლის ქვეშ იქნება

ჰორმუზის სრუტე ჩვენი კონტროლის ქვეშ იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ალბათ, ჩვენ მას ვმართავთ. ჩვენ სრუტის მცველი გავხდებით. შესაძლოა, ამას სრუტის მფარველი ანგელოზიც კი ვუწოდოთ. ამისთვის კი ჩვენი თანხით ანაზღაურება უნდა მოხდეს“, - განაცხადა ტრამპმა.

ასევე, ტრამპის თქმით, აშშ ირანს კვლავ ძლიერად დაარტყამს.

„გუშინ ღამით მათ ძლიერად დავარტყით. ჩვენ შეთანხმება გვქონდა. ეს არავინ იცის, მაგრამ ჩვენ შეთანხმება გვქონდა და მათ ის დაარღვიეს. ისინი შეთანხმებას ყოველთვის არღვევენ, ამიტომ, ჩვენ მათ ძლიერად დავარტყამთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა