Aqualia-ს რეგიონული დირექტორი  ხოსე ენრიკე ბოფილი - მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი

Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ხოსე ენრიკე ბოფილმა და GWP-ის გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოსმა მონაწილეობა მიიღეს „საქართველოს ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში გამართული მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში - „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა ურბანული განვითარების, ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) კონტექსტში“. ფორუმის დისკუსია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ღონისძიებამ ერთ სივრცეში გააერთიანა ხელისუფლების, ბიზნესსექტორისა და მარეგულირებელი ორგანოს პირველი პირები. პანელურ დისკუსიაში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან ლევან ჟორჟოლიანთან და სემეკის თავმჯდომარესთან დავით ნარმანიასთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ Aqualia-ს რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი, GGU ჯგუფისა და GWP-ის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული.

ასევე, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის მექანიზმები, თანამედროვე ურბანული განვითარების გამოწვევები, მდგრადი განვითარების მიზნები და ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატარიფო პოლიტიკა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო GWP-ის მიმდინარე საოპერაციო შედეგებსა და იმ მასშტაბურ ინვესტიციებს, რომლებსაც Aqualia, როგორც სტრატეგიული პარტნიორი და ინვესტორი, ქვეყნის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მომსახურების ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს.

„მოხარული ვარ ფორუმში მონაწილეობით. Aqualia 2022 წლიდან საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში აქტიურად არის ჩართული და მიგვაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებას წყალმომარაგების სფეროში არსებულ საკითხებზე. დღეს უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ კომპანიის საქმიანობის პოზიტიურ შედეგებზე თბილისში, რუსთავსა და ქალაქ მცხეთაში. პროგრესი თვალსაჩინოა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, სადაც მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ინვესტიციების მიმართულებით აქტიურად მუშაობს. მსგავსი დისკუსიები გვეხმარება მუდმივად ვიცოდეთ ქვეყნის პრიორიტეტები და მკაფიოდ დავინახოთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი“, - აცხადებს Aqualia-ს რეგიონული დირექტორი, ხოსე ენრიკე ბოფილი.

კომპანიის განმარტებით, ფორუმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ Aqualia-სა და „ჯივიპის“ ერთობლივი სტრატეგიული გეგმები პირდაპირ პასუხობს ქვეყანაში დარგის მდგრადი განვითარების ხედვებს და მიზნად ისახავს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სრულ მოდერნიზაციას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე