ვლადიმერ პუტინი - ჩვენი მებრძოლები წინ მიიწევენ - რუსეთს გამარჯვება ელის

ჩვენი მებრძოლები წინ მიიწევენ - რუსეთს გამარჯვება ელის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფორუმზე „ყველაფერი გამარჯვებისთვის!“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვლადიმერ პუტინის შეფასებით, დასავლეთის წინააღმდეგობის მიუხედავად რუსეთი განვითარებას აგრძელებს.

მისი თქმით, „კოლექტიური დასავლეთის რუსოფობიური ნაწილი რუსეთს ებრძვის“.

„ხშირად კითხულობენ, როგორ ხდება ის, რომ ე.წ. კოლექტიური დასავლეთის მთელი რუსოფობიური და აგრესიული ნაწილი ჩვენ გვებრძვის, ხოლო ჩვენ ეკონომიკის განვითარებას ვაგრძელებთ, ჩვენს ფინანსებს ვაძლიერებთ, შეიარაღებულ ძალებს ვაუმჯობესებთ და ახალ შედეგებს ვაღწევთ სამხედრო-სამრეწველო სფეროში. ჩვენ წინ მივიწევთ. ჩვენი მებრძოლები წინ მიიწევენ. ამიტომ, ჩვენ გამარჯვება გველის“, - განაცხადა პუტინმა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება