Reuters - იემენელი „ჰუსიტების“ განცხადებით, საუდის არაბეთმა სანას საერთაშორისო აეროპორტზე საჰაერო დარტყმები განახორციელა

იემენელი „ჰუსიტების“ განცხადებით, საუდის არაბეთმა სანას საერთაშორისო აეროპორტზე საჰაერო დარტყმები განახორციელა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ჰუსიტებმა“, რომლებიც ჩრდილოეთ იემენს აკონტროლებენ, საუდის არაბეთი სანას საერთაშორისო აეროპორტზე დარტყმებში დაადანაშაულეს და პირობა დადეს, რომ საპასუხო იერიშებს განახორციელებენ.

„ჰუსიტების“ სამხედრო წარმომადგენელმა იაჰია სარიმ, აეროპორტზე იერიშებს „აშკარა აგრესია“ უწოდა და აღნიშნა, რომ საუდის არაბეთის დარტყმების შედეგად დეესკალაციის პერიოდი დასრულდა.

მანამდე, იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეიარაღებულმა ძალებმა სანას საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ ბილიკს დაარტყეს, რათა ირანული თვითმფრინავი არ დაშვებულიყო.

იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით ყველა აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის შეჩერების ბრძანება გასცა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე