ვლადიმერ პუტინი - უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებები რუსეთში ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებით გარკვეულ პრობლემებს ქმნის

უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებები რუსეთში ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებით გარკვეულ პრობლემებს ქმნის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„რუსეთში ენერგეტიკული საფუძველი მძლავრი და საიმედოა. დიახ, ისინი (უკრაინის შეიარაღებული ძალები) ამ მომენტში, გარკვეულ პრობლემებს გვიქმნიან ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ვითარება თანდათან გამოსწორდება“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს ძლიერი პასუხი მოჰყვება.

„სადაც არ უნდა სცადონ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმა, ჩვენ მათ სარკისებრ პასუხს დავუბრუნებთ, ოღონდ რამდენჯერმე უფრო ძლიერს. მოწინააღმდეგე ამას იგრძნობს. ვიმედოვნებ, რომ უკვე გრძნობს და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მზარდი მასშტაბით იგრძნობს“, - აღნიშნა პუტინმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა