ადვოკატი - შალვა პაპუაშვილი აგრძელებს ალეკო ელისაშვილის მიმართ დემონიზების კამპანიას - პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის მივმართავთ სასამართლოს

შალვა პაპუაშვილი აგრძელებს ალეკო ელისაშვილის მიმართ დემონიზების კამპანიას - პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის მივმართავთ სასამართლოს, - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ალეკო ელისაშვილზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

გიორგი რეხვიაშვილის თქმით, სიცრუეა შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ალეკო ელისაშვილმა „ავტომატები შეიძინა, რათა დანაშაული ჩაედინა“.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აგრძელებს ალეკო ელისაშვილის მიმართ დემონიზების კამპანიას. ის ცილს სწამებს მას, ვითომ ავტომატები შეიძინა, რომ დანაშაული ჩაედინა. მას[ალეკო ელისაშვილს] ასეთი განცხადება არ გაუკეთებია, ეს არის პირაპირი ზეწოლა სასამართლოზე, -პირდაპირი ზეწოლა პროკურატურაზე, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და რა თქმა უნდა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ალეკო ელისაშვილის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის მივმართავთ სასამართლოს. უკვე ყოველდღიურად ხდება მისი უფლებების დარღვევა. რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი არ გვაქვს, რომ საქართველოში ეს უფლებები იქნება დაცული და გარანტირებული, თუმცა როგორც ადვოკატი, ვალდებული ვარ, რომ შიდა ეროვნულ დონეზე სამართლებრივი ინსტანციები ამოვწუროთ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არ გვაქვს სამართლიანობის იმედი, ადრე თუ გვიან, მაღალი თანამდებობის პირებს შეეზღუდებათ ადამიანების შესახებ მსგავსი აღვირახსნილი ტყუილების ტირაჟირება და როცა სასამართლო გათავისუფლდება პოლიტიკური ტყვეობიდან, პაპუაშვილი პასუხს აგებს ამ ტყუილებისთვის, რომლითაც უდანაშაულო ადამიანის დემონიზებას და სასამართლოზე ზეწოლას ახორციელებს“, - განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე