ანონსი  14 ივლისი

14 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი გაიმართება.

14 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

14 ივლისს, 13:00 საათზე, პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსის“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის ლიდერი კახა ძაგანია პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: პარტია „მემარცხენე ალიანსის“ ღია წერილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზირი 5 - ლიზიკო ქავთარაძის 1; სადარბაზო 2; სართული 4

საკონტაქტო: 579 95 76 65

14 ივლისს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის თავდასხმაში ბრალდებულ გდდ-ს თანამშრომლების სასამართლო პროცესი გაიმართება.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა