ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მარატ კამბოლოვს შეხვდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

შეხვედრა კრემლში შედგა.

„რაც შეეხება პერსპექტივებს, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პირადი დიდი სამუშაო გამოცდილება რუსეთის ფედერაციის ფედერალურ ორგანოებში, სამინისტროებსა და უწყებებში, ასევე მეცნიერების სფეროში, დაგეხმარებათ რესპუბლიკის განვითარებისთვის პირველი ხარისხის ამოცანების სწორად განსაზღვრაში და შემდეგ ამ ამოცანების შესრულებაში. ამაში ეჭვი არ მეპარება“, - განაცხადა პუტინმა.

ასევე, პუტინმა კამბოლოვს 18 სექტემბერს დაგეგმილ ე.წ. არჩევნებში წარმატებები უსურვა.

„მსურს წარმატებები გისურვოთ სამხრეთ ოსეთის მომავალ არჩევნებში და იმედი გამოვთქვა, რომ რესპუბლიკის მოსახლეობა მხარს დაგიჭერთ. თქვენ კი მათ ნდობას გაამართლებთ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და ხალხი განსაკუთრებულია. ისინი მეომრები, მეცნიერები და მშრომელები არიან. ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მხარი დაგიჭიროთ“, - აღნიშნა პუტინმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე