ევროპელი ლიდერები უკრაინასთან ერთად „ანტიბალისტიკური კოალიციის“ შექმნაზე შეთანხმდნენ

ევროპელი ლიდერები უკრაინასთან ერთად „ანტიბალისტიკური კოალიციის“ შექმნაზე შეთანხმდნენ, - განცხადებას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ელისეის სასახლის ცნობით, პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე უკრაინის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერები „ანტიბალისტიკური კოალიციის“ შექმნაზე შეთანხმდნენ.

„გვჯერა, რომ ევროპის დაცვა მოითხოვს რაკეტებისგან თავდაცვის ინტეგრირებული არქიტექტურის გლობალურ გადაწყვეტას მომავალი სარაკეტო საფრთხეების შესაკავებლად, რისი შემუშავებაც კოლექტიური ძალისხმევით, ტექნოლოგიური ღიაობითა და სანდო ინდუსტრიული თანამშრომლობით უნდა მოხდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა