ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პუტინთან შეხვედრაზე - არასდროს დავივიწყებთ იმას, რაც რუსეთმა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხალხისთვის 2008 წლის აგვისტოში გააკეთა

არასდროს დავივიწყებთ იმას, რაც რუსეთმა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხალხისთვის 2008 წლის აგვისტოში გააკეთა, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, მარატ კამბოლოვმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს განუცხადა.

მარატ კამბოლოვი ვლადიმერ პუტინს კრემლში შეხვდა.

„პირველ რიგში, მსურს მადლობა გადაგიხადოთ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხალხის მიმართ თქვენი განსაკუთრებული დამოკიდებულებისთვის. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ იმას, რაც რუსეთმა რესპუბლიკის ხალხისთვის 2008 წლის აგვისტოში გააკეთა“, - განაცხადა კამბოლოვმა.

მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა გულწრფელად რუსეთის ფედერაციაზეა ორიენტირებული“.

„ჩვენთვის რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიულ პარტნიორობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და თითოეულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავთ“, - აღნიშნა კამბოლოვმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა