დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პროგრამას შეუერთდა

დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პროგრამას შეუერთდა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„მივესალმებით შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც აღნიშნავს მოლაპარაკებების დასრულებას დიდი ბრიტანეთის მონაწილეობის შესახებ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პროგრამაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეთანხმების ფარგლებში ბრიტანული თავდაცვის კომპანიები ევროკავშირის სესხით დაფინანსებული შესყიდვების ტენდერებში მონაწილეობას მიიღებენ.

„ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან მუშაობით, ვაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთზე ზეწოლას ვზრდით. ეს შეთანხმება დაეხმარება უკრაინას, მიიღოს ის მხარდაჭერა, რაც მას სჭირდება რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად, ამავდროულად კი, ბრიტანულ თავდაცვის კომპანიებს მხარს დაუჭერს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა