იგორ ნარმანია - არავის უარუყვია, რომ მიხეილ სააკაშვილს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გავლენა აქვს და ის კიდევ უფრო აქტიურად იქნება ჩართული პარტიის ფორმირების პროცესში - ივანიშვილისგან განსხვავებით, პასუხისმგებლობებს არ გაურბის

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერის, იგორ ნარმანიას განცხადებით, პარტიაში დაგეგმილი რეფორმის მიზანია პარტიის გაძლიერება და მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტიის საქმიანობაში კიდევ უფრო აქტიურად ჩართვა.

როგორც ნარმანიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, „რეფორმების საბჭოში“ გაერთიანდებიან როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, რომლებიც აქამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ყოფილან, ასევე პარტიის ახალი თაობის წარმომადგენლები.

„რეფორმების საბჭოს“ თავად მიხეილ სააკაშვილი უხელმძღვანელებს. ამ ფაქტში აღსანიშნავია ის, რომ ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, პასუხისმგებლობებს არ გაურბის, მიუხედავად იმისა, რომ ციხეშია. მას არ ახასიათებს ის, რაც ბიძინა ივანიშვილს ახასიათებს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობები მუდმივად დააკისროს პოლიტიკურ თავებს, როგორიც არის ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი და ა.შ.

ის, რომ მიხეილ სააკაშვილს პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ გავლენა აქვს, არც უარგვიყვია. სააკაშვილი ამ პარტიის სულის ჩამდგმელი და დამფუძნებელია, შესაბამისად, ის, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ პარტიაზე გავლენა აქვს, ეს ჩვენი მხრიდან არავის უარუყვია. სააკაშვილი კიდევ უფრო აქტიურად იქნება ჩართული პარტიის ფორმირების პროცესში.

იმას, რომ პარტიაში მსგავსი ტიპის გამოწვევებია, სჭირდება რეფორმა. ამაში არაფერი გასაკვირი არ უნდა იყოს“,- განაცხადა იგორ ნარმანიამ.

ნარმანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ხედვაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ სახალხო მოძრაობად ჩამოყალიბდეს, ხოლო დაგეგმილი ცვლილებები სწორედ პარტიის გაძლიერებას ემსახურება.

„ცხადდება 6-თვიანი გარდამავალი პერიოდი, სადაც პარტიას ეყოლება დროებით მმართველობის საბჭო. ყრილობაზე გავიგებთ „რეფორმების საბჭოსთან“ დაკავშირებულ საკითხს, ალბათ შემადგენლობასაც. მიხეილ სააკაშვილმა დღესაც დააფიქსირა სასამართლო პროცესზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ უნდა იქცეს სახალხო მოძრაობად. როგორი სტრუქტურით და ფორმით იქნება წარმოდგენილი ეს მოძრაობა ამას გავიგებთ ყრილობაზე.

„რეფორმების საბჭოში“ ვიხილავთ საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს, რომლებიც აქამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი არ იყვნენ.

კიდევ უფრო მეტ ახალ ადამიანს გაიცნობს საზოგადოება. მათ შორის, არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც უკვე არიან პარტიაში და წარმოადგენენ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომელსაც მეც სიამაყით წარმოვადგენ. სინამდვილეში, ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებისთვის კეთდება“,- განაცხადა იგორ ნარმანიამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე