უნგრეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო შესწორება დაამტკიცა, რომელიც პრეზიდენტის ვადაზე ადრე გადაყენებას ითვალისწინებს

უნგრეთის პარლამენტმა 139 ხმით 6-ის წინააღმდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო შესწორებას დაუჭირა მხარი, რომელიც პრეზიდენტის ტომაშ შუიოკის ვადაზე ადრე გადაყენებას ითვალისწინებს,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“ და „ქრისტიან-დემოკრატიულმა სახალხო პარტიამ“ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს.

თუ პრეზიდენტი შუიოკი შესწორებას ხელს მოაწერს, მაშინ შესწორების ძალაში შესვლის მომდევნო დღეს, როგორც მისი, ისე საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი მოსამართლის უფლებამოსილება შეწყდება.

ასევე, შესწორება შეზღუდვას მოიცავს, რომელიც პარლამენტში დეპუტატების უფლებამოსილების ვადას 12 წლით განსაზღვრავს, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის 70 წლამდე ასაკობრივ ზღვარს აწესებს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა