Reuters - იულია სვირიდენკომ უკრაინის უმაღლეს რადას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა

იულია სვირიდენკომ უკრაინის უმაღლეს რადას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა, - ინფორმაციას Reuters-ი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პარლამენტი ამ საკითხს უახლოეს მომავალში განიხილავს, დადგენილი პროცედურის შესაბამისად“, - წერს რუსლან სტეფანჩუკი X-ზე.

ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ საპარლამენტო პროცედურა შესაძლოა, ხვალ, 14 ივლისს დაიწყოს.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობის შემადგენლობაში საკადრო ცვლილებების პროცესის დაწყების შესახებ გუშინ გამოაცხადა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა