მარკო რუბიომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ აშშ-ის სუვერენიტეტისთვის შექმნილი საფრთხის აღმოფხვრის მიზნით ფართომასშტაბიანი კამპანიის დაწყების შესახებ გამოაცხადა

მარკო რუბიომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ აშშ-ის სუვერენიტეტისთვის შექმნილი საფრთხის აღმოფხვრის მიზნით ფართომასშტაბიანი კამპანიის დაწყების შესახებ გამოაცხადა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

„ეს კამპანია მოიცავს მთავრობის პასუხს, რათა სისტემურად მოშალოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უნარი - მიზანში ამოიღოს ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები ან ოფიციალური პირები, ან სხვაგვარად ამერიკულ სუვერენიტეტს საფრთხე შეუქმნას“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

რუბიოს განცხადებით, „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აშშ-ის მოქალაქეებზე იურისდიქცია არ აქვს“.

მისი თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ ყველა დიპლომატიური ზომა იქნება გამოყენებული, მათ შორის, მოწოდებები სხვა ქვეყნებისთვის, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გამოვიდნენ; სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პერსონალისთვის ვიზების გაუქმება და ქვეყანაში შესვლის აკრძალვა; სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის სანქციების გაძლიერება.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა