ემანუელ მაკრონი - უკრაინა Rafale-ს ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2028–2029 წლებში მიიღებს

უკრაინა Rafale-ს ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2028–2029 წლებში მიიღებს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ემანუელ მაკრონის ცნობით, უკრაინა 16 ფრანგული ავიაგამანადგურებლის შეძენას გეგმავს.

„სასწავლო ფრენები უახლოეს თვეებში დაიწყება“, - განაცხადა მაკრონმა.

ასევე, მაკრონის თქმით, საფრანგეთი უკრაინას რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს.

„ჩვენი მხრიდან მივიღეთ გადაწყვეტილება Aster-ის ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესახებ, რომლებიც საფრანგეთისა და იტალიის მიერ ერთობლივად შემუშავებულ SAMP/T სისტემებში გამოიყენება“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა