აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო

აშშ ირანის წინააღმდეგ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით, დამატებით დარტყმებს ახორციელებს, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

„აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ, მთავარსარდლის მითითებით. ირანის წინააღმდეგ დარტყმები დაიწყო, რაც ზედიზედ მესამე ღამეა ხორციელდება“, - აღნიშნულია CENTCOM-ის განცხადებაში.

მათი განმარტებით, ეს დარტყმები კვლავაც მძიმე ზარალს მიაყენებს ირანის ძალებს და შეამცირებს მათ შესაძლებლობას, „თავს დაესხან უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობას და კომერციულ გემებს ჰორმუზის სრუტეში“.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ აშშ ირანის სამხედრო აქტივებს, მათ შორის სანაპირო სათვალთვალო სისტემებს, დრონებსა და რაკეტებს ესხმის თავს.

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ აშშ-ს სამიზნეს წარმოადგენს ირანის სამხედრო აქტივები, მათ შორის სანაპირო სათვალთვალო სისტემები, დრონები და რაკეტები.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა