ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში ორ ტანკერს დაარტყეს და მწყობრიდან გამოიყვანეს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში დაარტყა და მწყობრიდან გამოიყვანა ორი ტანკერი, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, ორმა ტანკერმა გამორთო ნავიგაციის სისტემები, უგულებელყო ირანის ხელისუფლების გაფრთხილებები ჰორმუზის სრუტეში და სცადა „დანაღმული მარშრუტის“ გავლა.

IRGC-ის განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების ორ ტანკერს ჰორმუზის სრუტის სამხრეთ ნაწილში ირანის მიერ გაშვებულმა რაკეტებმა დაარტყა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტანკერები „ალ-ბაჰია“ და „მომბასა“ ომანის ტერიტორიულ წყლებში იმყოფებოდნენ და თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის ინდოელი წევრი დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში არ არის დასახელებული ის ტანკერები, რომლებსაც დაარტყეს და არც ის, რომელი ქვეყნის ქვეშ ცურავდნენ ისინი.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება