აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანში სამხედრო ობიექტებზე მორიგი დარტყმები განახორციელეს

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმების კიდევ ერთი ეტაპი განახორციელა.

„ხუთსაათიანი მისიის განმავლობაში აშშ-ის ძალებმა წარმატებით დაარტყეს სამხედრო სამიზნეებს ირანის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ბუშეჰრში, ჩაჰ-ბაჰარში, ჯასკში, კონარაკში, აბუ მუსასა და ბანდარ-აბასში, რათა კიდევ უფრო შეეზღუდათ ირანის შესაძლებლობა, თავდასხმები განახორციელოს კომერციულ საზღვაო გადაზიდვებზე,“ - დაწერა CENTCOM-მა X-ზე.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „აშშ-ის ძალებმა მაღალი სიზუსტის საბრძოლო საშუალებები გამოიყენეს ირანის სანაპირო თავდაცვის სისტემების, სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების პოზიციებისა და საზღვაო შესაძლებლობების წინააღმდეგ.“

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა