ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზას დაარტყეს

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზას დაარტყეს. იორდანიის შეიარაღებული ძალების ცნობით, ირანიდან გაშვებული ოთხი რაკეტა გაანეიტრალეს.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზები უნდა გაუქმდეს.

ასევე, მათივე განცხადებით, ისინი იორდანელ ხალხს არ ებრძვიან.

„თქვენ კარგად იცით, რომ თქვენი ქვეყნის მტრები არ ვართ. გვიყვარხართ, როგორც დიდსულოვანი ხალხი, რომელსაც პალესტინელი ხალხის ტკივილი და ჩაგვრა ყველა სხვა ხალხზე უკეთ ესმის“, - ნათქვამია ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა