კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, თელავში სტიქიის შემდეგ გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პლატონ კალმახელიძის ინფორმაციით, თელავში სტიქიის შემდეგ გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დაგეგმილია თელავის ხევის გაწმენდა, რის შემდეგაც დაიგეგმება მისი რეაბილიტაცია.

რაც შეეხება სხვა სოფლებს, რომელიც სტიქიამ დააზიანა, რწმუნებულის ინფორმაციით, რამდენიმე სოფელს წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება, თუმცა მოსახლეობას წყალს მობილური ავზებით მიაწვდიან.

„გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. გაწმენდითი სამუშაოები დაგეგმილია მთლიანად, თელავის ხევის 13-კილომეტრიან მონაკვეთზე. შემდეგ, რა თქმა უნდა, დაგეგმილია ამ ხევის პროექტირება და რეაბილიტაცია, სათავე ნაგებობიდან ალაზნის შესართავამდე. ყველა კომუნალური სერვისი ქალაქში აღდგენილია. პრობლემად რჩება სოფლის ხევები. მოგეხსენებათ რამდენიმე დღის უკან სტიქია მოხდა მთლიანად თელავის მუნიციპალიტეტში, მაგრამ პრიორიტეტი გაკეთდა თელავის ხევზე, ვინაიდან ეს იყო მოსახლეობისთვის საშიში. დანარჩენი ხევები უქმნიდა საშიშროებას სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, რა თქმა უნდა, ეს პრიორიტეტის მეორე ეტაპი იყო. დღეს მობილიზებული იქნება კისისხევში, შალაურის ხევსა და კურდღელაურის ხევში მძიმე ტექნიკა, დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები. აღნიშნულ სოფლებს არ მიეწოდებათ წყალი, ვინაიდან სათავე ნაგებობები დაზიანებულია. ჩვენ შევეცდებით, რომ მივიდეთ სათავე ნაგებობებამდე და აღვადგინოთ წყალმომარაგება. მანამდე ჩვენ მობილური ავზებით უზრუნველვყოფთ აღნიშნული სოფლების წყალმომარაგებას. რაც შეეხება სოფელ ვარდისუბანს, სოფელი ვარდისუბანი, თელავის წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი ხვალიდან“,- განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.

ამასთან, სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოებში სოფლებიდან მოხალისეთა ჯგუფებიც არიან ჩართულები. ამ დროისთვის სრულად აღდგენილია გაზმომარაგება. პრობლემა რჩება სტიქიის ზონაში ელექტროენერგია და ნაწილობრივ წყალი.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
BMW-ს ახალი ეპოქა: გაიცანით Neue Klasse-ის პირველი სერიული მოდელი iX3
ზაფხული „მოზაიკოს“ ტერასაზე - საავტორო კოქტეილები, თბილისური ხედები და განსაკუთრებული ადგილი შეხვედრებისთვის
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტში გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს