Reuters - მეხანძრეები პარიზის მახლობლად მდებარე ფონტენბლოს ტყეში ხანძარს ებრძვიან

მეხანძრეები პარიზის მახლობლად მდებარე ფონტენბლოს ტყეში ხანძარს ებრძვიან, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ფონტენბლოს ისტორიულ ტყეში ხანძარი უკვე რამდენიმე დღეა მძვინვარებს.

პოლიციამ ხანძრის გაჩენის ბრალდებით, სულ მცირე, ორი ადამიანი დააკავა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნესმა განაცხადა, რომ ხანძარი კონტროლს არ ექვემდებარება და ფონტენბლოს სასახლიდან რამდენიმე კილომეტრშია გავრცელებული.

ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ფონტენბლოს ტყეში ხანძრისა და კიდევ ერთი ხანძრის კერის შედეგად 1300 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა.

მისი თქმით, საფრანგეთში ტყის ხანძრების გაჩენის ბრალდებით უკვე 59 ადამიანი დააკავეს.

ტყის ხანძრებს ებრძვიან ესპანეთშიც, სადაც ალმერიის პროვინციაში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში