კახა კალაძე ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიის გარემოვაჭრეებისგან გათავისუფლებაზე - ეს ქალაქი ყველასია და მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა

მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს ბევრი ლოკაცია, სადაც შეიძლება, ეს ადამიანები შევიდნენ და საქმიანობა განაგრძონ. რაც შეეხება ტერიტორიის მოწესრიგებას, ეს ქალაქი ყველასია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „სადგურის მოედნისა“ და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიების გარემოვაჭრეებისგან გათავისუფლების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ამა თუ იმ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

„მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს ბევრი ლოკაცია, სადაც შეიძლება, ეს ადამიანები შევიდნენ და საქმიანობა განაგრძონ. რაც შეეხება ტერიტორიის მოწესრიგებას, ეს ქალაქი ყველასია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა და არ წარმოადგენდეს პრობლემას, რაც აღნიშნულ ტერიტორიებზე უდიდესი გამოწვევა იყო. ძალიან დიდ დისკომფორტს წარმოადგენდა, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის და გავლა შეუძლებელი ხდებოდა. შესაბამისად, ეს ყველაფერი მოწესრიგდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გარე მოვაჭრეებმა ტერიტორიიდან უკანონო კონსტრუქციები არ გაიტანეს.

„მიუხედავად იმისა, რომ არაერთი გაფრთხილება იყო მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან, რომ განეხორციელებინათ დემონტაჟი, სამწუხაროდ, ეს თავად არ გააკეთეს და ჩვენ მოგვიწია აღნიშნული ღონისძიების ჩატარება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში