კახა კალაძე ოპოზიციური პარტიების შესაძლო ჯაშუშური საქმიანობის შესახებ კითხვაზე - კონკრეტული ადამიანების მიერ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს რეაგირება აუცილებლად მოყვება

ქვეყანაში მრავლად არიან წარმოდგენილნი ადამიანები, რომლებიც გარე ძალებს ემსახურებიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოპოზიციური პარტიების შესაძლო ჯაშუშურ საქმიანობას ეხებოდა.

მისივე თქმით, ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას კონკრეტული უწყებების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„სამწუხაროდ, ზოგი პოლიტიკური პარტიის ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გარე ძალებს ემსახურებიან. ეს ქვეყნისთვის მძიმეა. კონკრეტული ადამიანების მიერ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება აუცილებლად მოჰყვება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა