კახა კალაძე - გულდასაწყვეტია, როცა ორგანიზაცია, რომელსაც არჩევნებზე იწვევ, ამ ტიპის რეზოლუციას იღებს - რა სანდოობა უნდა ჰქონდეს ეუთოს ამის შემდეგ, როგორ უნდა მოიწვიოს ნორმალურმა ქვეყანამ იმისთვის, რომ არჩევნებს დააკვირდეს?!

ეუთოს რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს, უბრალოდ, გულდასაწყვეტია, როდესაც ორგანიზაცია, რომელსაც არჩევნების დაკვირვებას ვანდობდით, სიცრუით და ტყუილით გაჯერებულ რეზოლუციას იღებს - რა სანდოობა უნდა ჰქონდეს ეუთოს ამის შემდეგ, ან როგორ უნდა მოიწვიოს ნორმალურმა განვითარებულმა ქვეყანამ იმისთვის, რომ შენს არჩევნებს დააკვირდეს?! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ეუთოს რეზოლუცია სიცრუეზე და ცილისწამებაზეა დაფუძნებული.

კალაძე აღნიშნავს, რომ „არ არსებობს არანაირი ევროპული სტანდარტი და ვისაც ძალა აქვს, ის იღებს ყველაფერზე გადაწყვეტილებას“.

„ნუ გვექნება ილუზია, რომ არგუმენტებზე დაყრდნობით იქნება ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები, ან მიღებული რეზოლუციები. არა, მეგობრებო, ეს ასე არ არის! რა თქმა უნდა, ყველაფერი ტყუილით, სიცრუით, ცილისწამებით იქნება. უბრალოდ, გულდასაწყვეტია, როდესაც ამ ტიპის რეზოლუციას იღებს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიცაა ეუთო, რომელსაც ვანდობდით არჩევნების დაკვირვებას. ჩვენ მიჩვეულები ვიყავით ევროპარლამენტარების მხრიდან მიღებულ ამ ტიპის რეზოლუციებს, რომელსაც არანაირი ფასი არ აქვს. ამ ეუთოს რეზოლუციის შინაარსსაც თუ ვნახავთ, რა თქმა უნდა, ყველა მიხვდება რომ სიცრუეზე და ცილისწამებაზეა ყველაფერი დაფუძნებულია. ამას არანაირი ფასი არ აქვს, უბრალოდ, გულდასაწყვეტია, როდესაც ასეთ ორგანიზაცია, რომელსაც არჩევნებზე იწვევ, რომ არჩევნები შეგიფასოს, სიცრუით და ტყუილით გაჯერებულ რეზოლუციას იღებს. რა სანდოობა უნდა ჰქონდეს ეუთოს ამის შემდეგ, ან როგორ უნდა მოიწვიოს ნორმალურმა განვითარებულმა ქვეყანამ ამ ტიპის ორგანიზაცია იმისთვის, რომ შენს არჩევნებს დააკვირდეს?! არ არსებობს არანაირი ევროპული სტანდარტი. ვისაც ძალა აქვს, ის იღებს ყველაფერზე გადაწყვეტილებას, რაც არ უნდა სულელური იყოს, რაც არ უნდა წინააღმდეგობაში მოდიოდეს. თუ მათ სურთ, იღებენ ამ ტიპის გადაწყვეტილებას. დემოკრატიაზე ნუ ვისაუბრებთ,“ - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ 8 ივლისს „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს. რეზოლუციის - „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“ მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს: „გაათავისუფლოს ყველა ქართველი პოლიტიკური პატიმარი, რომლებიც იდენტიფიცირებულია ეროვნული და საერთაშორისო უფლებადამცველთა ჯგუფების მიერ; გააუქმოს ყველა ის კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს ვალდებულებებს”.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
BMW-ს ახალი ეპოქა: გაიცანით Neue Klasse-ის პირველი სერიული მოდელი iX3
ზაფხული „მოზაიკოს“ ტერასაზე - საავტორო კოქტეილები, თბილისური ხედები და განსაკუთრებული ადგილი შეხვედრებისთვის
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტში გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს