ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება

ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება, - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი რომში დღეს დაიწყება და ხვალაც გაგრძელდება.

მოლაპარაკებების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საპილოტე პროგრამას, რომელიც ლიბანის შეიარაღებული ძალების მიერ იმ ტერიტორიაზე განლაგებას მოიცავს, საიდანაც ისრაელის თავდაცვის ძალები უნდა გავიდნენ.

ისრაელის დელეგაციას აშშ-ში ისრაელის ელჩი იეჩიელ ლეიტერი უხელმძღვანელებს.

ცნობისთვის, ეს ისრაელსა და ლიბანს შორის პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში მხარეებმა ვაშინგტონში ჩარჩო შეთანხმება გააფორმეს.

ჩარჩო შეთანხმება ლიბანის სუვერენიტეტის აღსადგენად და „ჰეზბოლას“ განიარაღებისთვის სტრუქტურულ პროცესს აყალიბებს. ასევე, შეთანხმება ისრაელს საშუალებას აძლევს, რომ თავის საზღვრებს დაუბრუნდეს, მას შემდეგ, რაც მისი მოქალაქეების მიმართ საფრთხე აღმოფხვრილი იქნება.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში