ჩინეთი აშშ-სა და ირანს ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო ნაოსნობის რაც შეიძლება მალე აღდგენისკენ მოუწოდებს

ჩინეთი მოუწოდებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს, აღადგინონ უსაფრთხო მიმოსვლა ჰორმუზის სრუტეში, მას შემდეგ, რაც ორ მხარეს შორის დაპირისპირება ხელახლა გამწვავდა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ეს სტრატეგიული სრუტე, - ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

„ნორმალური და უსაფრთხო მიმოსვლის აღდგენა სრუტეში, რაც შეიძლება მალე, საერთაშორისო თანამეგობრობის საერთო მისწრაფებაა“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლინ ძიანმა.

მისი თქმით, პეკინმა უნდა გააგრძელოს უწყვეტი მცდელობები, რათა ხელი შეუწყოს დაძაბულობის განმუხტვას ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება